პოეზია · ლირიკა
ანი და ბანი
(ვახტანგ VI გახსენება)„ანი, ბანი და განი და”ნეტა რა მინდა, რა მინდა?ან მინდა თავის სიკვდილი,ანდა სხვაიმე რა მინდა!უფრო-რე მინდა ტკივილი –ძმისთვის მომკვდარი ძმა მინდა!ლამაზი ქალის ძუძუზეცეცხლმოდებული ძნა მინდა!ან კიდევ მინდა...რა მინდა?მზეს მინახები ფრთა მინდა!ძირს დაცემული სასიძო,დაქვრივებული და მინდა!მინდა საყვარლის ქორწილი –შხამის თასების ცლა მინდა,გაწბილებული მორწმუნე –დამორცხვებული ცა მინდა!ან კიდევ მინდა...რა მინდა?ეგებ სხვა არცა-რა მინდა?!მინდა შენ მყავდე ცოცხალი!/შენთვის სიკვდილი არ მინდა./ჯერე შენ მოკვდი, მერე მე,რომ ვთქვა სიცოცხლე არ მინდა!„ანი, ბანი და განი და”რანი და მოვაკანი დაგასრულდა ყოვლნი წერილი:სახლი და ბანი, კარი და...„ანი, ბანი და განი და”ნეტა რა მინდა, რა მინდა?ან მინდა თავის სიკვდილი,ანდა სხვაიმე-რა მინდა!