პოეზია · ლირიკა
*** "ჭიქით წყალი და ქილით მაწონი"
ჭიქით წყალი და ქილით მაწონი,ერთიც ლავაში გუშინწინდელი,და მაწონივით თეთრი საწოლი,და ქილასავით ჭრელი წინდები.რაა სიცოცხლე – ერთი მტკაველა –და გინდა კედელს თავი ახალე...წყლული... წამალი... ვაჟა-ფშაველა –მთანი მაღალი...ექიმს უჭირავს ვაჟას მარჯვენა,წყნეთისკენ ზლაზვნით მიდის ურემი...– ჩემი სამშობლოს მთები მაჩვენეთდა უსათუოდ განვიკურნები.