↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავი სიმღერა

სალუქვაძე ანზორ

2016-06-121 წთ საკითხავი936 ნახვა

—
ველად მიდის შვიდი ვაჟი,შვიდივ ზემო სოფლიდანა,მიაქვს შვიდი მხარი თოკი,შვიდი გული, შვიდი დანა!ველად დაქრის შვიდი რაში,შვიდი ფერის ქარისთანა,ერთი ისე მოთამაშობს –ფაფარს აგდებს მთვარესთანა!– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,მისი გული – ჩემი დანა!– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,არ დაუწყო ანაბანა!– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,მიწას გაუთანაბარო!– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,თვალზე ბინდი დავაფარო!– ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს,სულეთს სიტყვა დავაბარო!ველად დაქრის შვიდი ქარი,ველად ელავს შვიდი დანა,შვიდი მზე და შვიდი მთვარეიფერფლება თანდისთანა!ზემო სოფელს შვიდი ქალიიცლებოდა ცრემლიდანა:მე რომ ბიჭმა შემიყვარა,შვიდში ერთი იმისთანა!. . .შვიდი ცხენი!შვიდი ქარი!შვიდი გული!შვიდი დანა!

სალუქვაძე ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი