↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იმ ერთა ლიგას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
იმ ერთა ლიგას მოხსნეს კარები,გადახურული რკინის ყავრებით,გიორგობისთვის წვიმებით სველისადღაც მიაგდეს კარები ძველიგაბრაზებითა და გაჯავრებით.აბა, ახალი! მაგრამ ახალისდაკიდებისთვის კამათი იწყეს,ისიც იმ ღობეს გადაახალესისიც მიაგდეს და მიივიწყეს.ერთა მშვიდობა იქნება როდის?რაკი უკარო შეიქნა სახლი,მასში თამამად მიდის და მოდისყოველი ძაღლი და მამაძაღლი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი