პოეზია · ლირიკა
*** "რაც ჩემგან არს"
რაც ჩემგან არს – მევე მერთვის,მევ ვიქმ ჩემს თავს საყვარელად,მევ ვარ ჩემი ღმერთის ღმერთი,ჩემივ თავის საქანელა.წვეთი ზღვისა – წვეთში ზღვა ვარ!უნებობის მნებობს ნება.სხვისი მე ვარ, ჩემი სხვა ვარ –შეხვედრა და განშორება.ვარ მშობელი ორი ძმისა,ორი უბედური ყმისა.ერთი ძმისა ძმის მხსნელისა,ძმის მკვლელისა – მეორისა!ისიცა და მეორეცა,ბრალ არს ჩემი ქალობისა...