↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვრალი მტარვალის სიკვდილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
შენ არ გინახავს კაცის ღიმილი,შურმა და მტრობამ ისე მიგიდნო,შენი ცხოვრება და სამძიმილიარის ეს ქუჩა და სამიკიტნო.
შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,რომელიც ჰკვდება ცივი, ბებერი.მისთვის არ არის ამქვეყნად სახლი,არც კარებია შესაღებელი.
შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის,სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყიგანუშორებლად მიდის მარადის.
შენი ცხოვრება, - ეს შემოდგომა,არასდროს აღარ დაეზამთრება.აცივდა და შენს მახლობლად დგომაარავის ეხლა არ ენატრება.
შენი ცხოვრება ღონემიხდილიარის ტალახი, ბოსელი, ქართა,რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,თუ არვინ მოვა სიკვდილის გარდა?
ვიცი, თუ როგორ გადუხარხარებსმთვრალი მტარვალი სიკვდილის ხველას:შენი ცხოვრება არვის ახარებს -შენი სიკვდილი ახარებს ყველას!
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი