პოეზია · ლირიკა
ლექსი მოყმისა და სიყვარულისა
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:ვერ შეგიპყარი,ვერ მოგკალ,ვერ თავი შემოგაკალი.ხან - ჭიუხების ჭირხლები,ხან - ხალნი ველის ხაოთა -შენად ნაწოლად მენიშნა,ვნახე - აფთარი ხაოდა.ეგებ, დააგდე საჩვენო,სხვა მზე ირჩიე,სხვა წყალი?ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -კაცის ჯილაგზე გამწყრალი?ეგება, კიდეც დაგლანდესადმე, ჩამომწვარ გორებთან? -დამცეცხლა კოცნის სახმილმა -მახვილს რა მომაგონებდა!აღარ დამცალდა,ნანატრიელდის ელვებით გაშოლტილს, -ცალი ყბით შემომიღრინე,ცალად გამკარ და გამშორდი.არც საიქიოდ გამწირე,არც შემიფარე სწორფერი,დამიგდე, როგორც დილეგი -უსიყვარულო სოფელი...ეგება ფიქრობ, მოვრჯულდეუმადურ კვალზე ნათრევი,ვერცხლის ბომონებს დავაკლაჩემი უბელო ნატვრები,გავთბე სარკმლიდან სამადლოდშემოგდებული მზის სხივით,ტრფიალი აღარ მომშივდესაუღებელი სისხლივით,რადმე ვიღირო უშენოდღენი - უგვანოდ კუშტები,ისევ არ გამოგეკიდო,როგორც კი გამოვშუშდები!