პოეზია · ლირიკა
მკითხაობა ხმელ ფოთოლზე
რაღას ფარფატებ,განა ვერ ხედავ,როგორ ბოლავენმარტის ფოცხითგადავარცხნილივაშლის ბაღები?
როგორ ბოლავენ!უთუოდ ისევაყვავდებიან....რა ფერი გადევს, ხმელო ფოთოლო?ციებიანი უნდა იყო,თანაც შორიდან მომავალ ქარებსან ბებერ ქარებს გადმოყოლილი.
რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო?...ვითომ არ იცი:ჩაუვლია უკვე გაზაფხულს,როგორც ზაფხულსდა შემოდგომას.ზამთარსაც,კიდევ,კიდევ დაკიდევ...
ნეტა ვიცოდე, რაღას ფარფატებ....ერთი გქონია გაზაფხული(განა ერთხელ არ გაიფოთლე?),ერთიც ზაფხული(ერთადერთი გაგაყვითლებდა)და შემოდგომა(ხიდან ორჯერ ვერ მოწყდები,ხმელო ფოთოლო).
მარტო ზამთარითუ იქნებაორი და ბევრი _ავი ზამთარი,ერთხელ გაშლილი,ერთხელ გამხმარი,ერთხელ მომწყდარიფოთლის გულზემოჯირითეყინვის ფეხებით,დაყენებული თოვლის ბუქით,კორიანტელით...
ყველა ზამთარი შენი არი,თუ გადაიტან...
რაღას ფარფარტებ?...რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო?შენ ხომ ისიც კი დაგავიწყდა,რომელ ფოთოლშლას გაიშალედა რომელი ფოთოლცვენისასრომელ ხეს მოსწყდი?...განა ტყუილად ბოლავენაპრილის ფოცხით გადავარცხნილივაშლის ბაღები...
რაღას ფარფატებ, ხმელო ფოთოლო,აკი უკვე ქარსაც მოსწყინდი?