↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვარის ნაამბობიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ვიცი, ცაო, გულმავიწყო,მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება.არ იქნება, არ დავიწყოოცნებათა შემოწმება.
ბევრი მხარე მოვიარე -ასე იწყებს ამბავს მთვარე, -მაგრამ საქართველოსთანაარ მინახავს არსად მხარე.
ბრწყინავს მისი ძველისძველიუძლეველი მთა და ველი,მისი წყალი, მისი სივრცე,მისი შოთა რუსთაველი!
რუსთაველი მახსოვს ბავში,ოცნებობდა ოქროს ნავში,მიცქეროდა და თან თრთოდა,ვით ფოთოლი თრთის ნიავში.
ვიცი, ცაო, ფანტომიდანზრუნვა ვარ და შენ - ოცნება.მრავალ ახალ კარგს მომიტანსოცნებათა შემოწმება.
კაცთა შრომამ მალარიითმოშხამული ატმოსფერაახალ ჩაით, ახალ იითახლად გააოქროსფერა.
აგერ მძლავრი და ტიტანიმოსჩანს კავკასიის ტანი.მიჯაჭვული აქ იყო დააქ აეშვა ამირანი!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი