↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ფურცელი

დუმბაძე ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი708 ნახვა

—
მომჩერებიხარ, თეთრო ფურცელო,თეთრი თვალებით და თეთრი თმებით,შენ არ იცვლები, შენ ხარ უცვლელი,მე ვილევი და ნელნელა ვქრები.ვერც დაგამჩნიე დიდი წუხილი,ვერც დაგამჩნიე ვაება ვრცელი,მე ძლეული ვარ, მე ძლეული ვარ,შენ ხარ უტეხი და უძლეველი.რომელი წუთის, რომელი წამისდაგასვა დაღი ელვისნაირი,რომ სამუდამოდ დარჩეს თვალებშიშუქი, რომელიც ახლა ჩაივლის.

დუმბაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი