↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გემი „დალანდი“

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.
მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი „დალანდი“,როგორც ნარცისი თავის ლანდზე შეყვარებული,ჩემი დაფნისთვის მიტაცებდა ლურჯი მანდილი,ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.
გემით „დალანდი“ მოვდიოდი სამშობლოსაკენდა მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა,მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენდა არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი „დალანდი“და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.
1918
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი