↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გემი "დალანდი"

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2017-04-131 წთ საკითხავი98324 ნახვა

—
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი “დალანდი”,შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული;მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი,ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენდა მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენდა არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი “დალანდი”და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი