↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გემზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეშიშორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღებილურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება.
შორს იალქანი მოსჩანს მცურავი,ლაღად გაშლილი, ვით გედის ფრთები,და დაუცხრომლად ატოკებს ამ ფრთებსხან ქარიშხალი, ხან ზღვის ზვირთები.
გემს კი ზღვის სუნთქვა გახშირებულიხან დაუშვებს ძირს, ხან ასწევს მაღლა.მაგრამ რა არის გემისთვის შიში,რა არის ბრძოლა, რა არის დაღლა?
იგი ვერც წარსულს გამოაბრუნებსდა ვერც მომავალს ვერ მიეწევა...მისთვის ერთია ზღვაზე სრიალიდა ზღვის ტალღებზე ნაფოტად ქცევა.
ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეშიშორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღებიგემს ეხლება და ვაებით სკდება.
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი