↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი ჭირიმე

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
შენი ჭირიმე, გოგოვ,მწვანე ყანაში მდგარო,ფოთლების დედოფალო,მთების ლამაზო დარო.
მინდა, შუბლს დამეყაროსშენი ნაწნავის კონა,შენ იყო ჩემი მეფე,მე ვიყო შენი მონა.
ჩემთვის ჩაიცვა კაბასოფლის კორდივით მწვანე,"შენი ჭირიმე" _ გითხრა,შენ მითხრა _"გენაცვალე".
1965
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი