პოეზია · ლირიკა
კიდევ ცოტა ხანს
როგორც ტაძარი-შეღამების ბინდშირომ შედის,პატარავდები, დედაჩემო, კარგა ხანია.კარგა ხანიაშენს სასთუმალთან სანთელივით იწურება,ილევა ჩემი სიხარული,იწურება და ფუძე-საყრდენს უახლოვდება.ვერა, ვერაფრით გაგახარა პოეტმა შვლმა,ეკლიანი გამოდგა შვილი,ღორღიანი გამოდგა შვილი,ჯავრიანი გამოდგა შვილი,ასეთი შვილიალბათ არცერთ ღმერთს არ ჰყოლია....ჯავრდამოყვრებულ ბერიკაცთაჯიღა თვალებშივინ შეგამწყვდია, სიყვარულოშე საცოდავო...გამოდი დროზე,გამოდი დროზე,გამოდი, სანამ დარჩენიათ მსახურებს კარი,გამოდი,მოდი.მე ვარ, ბატონო, ის დაარჯი,-შუაღამისას ქურდებმა რომ გამოაღვიძესდა გაქურდულს ღიმილით ჰკითხესორი წუთის წინ არნაირი სიზმარი ნახა...სიზმარს თუ რამე დაეჯახება,კაცს სიწითლემდე რცხვენოდა ცოდვის,კაცს სიწითლემდე რცხვენოდა შურის,კაცს სიწითლემდე რცხვენოდა კაცის,თანაც მზეს-როგორც დედის კალათას,ეფარებოდა.კიდევ ცოტა ხანსდამიცავ, დედი,დამიცავ, დედი,დემოკრატიულ მაკრატლების მწიკვანა ხმებითგულგამოჭმული ქალაქისაგან,დამიცავ მოყვრის ღალატისაგან,კიდევ ცოტახანსმტრებისაგან დამიცავ , დედი,ნუ, სახიერო,ნუ, კეთილო,ნუ, სასოებავ,ნუ, დაიღლები სიყვარულით.თუ, თანდათან პატარავდები,როგორც ტაძარი-შეღამებისას…...