↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გერმანიის დილა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ხალხით სავსე პროსპექტზეგამოვიდა ის დილით,და დაადგა თავის გზასპირზე გესლის ღიმილით.
გზაზე ვინც შეხედავდასახეს, ღიმით ნაწვალებს,შესდგებოდა და გამვლელსარ აცილებდა თვალებს -
ციხის კართან ჯალათმადააწკარუნა ზარიდა დარაჯებმა მოსულსსწრაფად გაუღეს კარი.
მზადაა ყველაფერი:მიწა მონამტკიცარი,შემაღლებულ მიწიდანკიბის სამი ფიცარი.
ნაჯახი ძევს მახლობლადსაშინელი, დაცდილიდა იქავე კუბო სდგასსახურავგადახდილი.
მარჯვნივ ლურჯი მაგიდა,მაგიდაზე წიგნია;შიგ ჩასწერენ: ვინ იყავ,რა რასის, რა გიქნია.
ციხე უზარმაზარიმარცხნივ გრძელ ჩრდილს ისროდადა სიცივე ჰაერშიშემხუთველად იძროდა.
იდგა შეწუხებულიფაშისტების კრებული.როდის დაჰკრავს საათი?ამ ცდამ წაიღო გული.
და ამ გაფიქრებასთანროდის დაჰკრავს საათი -მდაბლად თავის დაკვრითაგამოვიდა ჯალათი.
შორს, ქალაქის სიღრმეში,ისმის საათის რეკა.გაცურდა ცის სივრცეშიდა სადღაც დაილეკა.
სხვა საათებთან ერთადცივი და საზიზღარი,თავგამოდებით რეკავსციხის პატარა ზარი.
და როდესაც საათისშეწყდა ხმა უბედური,ციხის გულში ქალის ხმაგაისმა გაბედული.
ჯალათმა დინჯად, ზლაზვნით,ნაჯახს მოჰკიდა ხელი.არავის საუკუნოდარ უჩანს წუთი გრძელი.
ორს დარაჯს ქალისათვისჩაუჭიდნია ხელიდა ჯალათისკენ სწრაფადმოჰყავს ის დასასჯელი.
აჰა, მაგიდას სწრაფადმოუსხდნენ ფაშისტები.„რა ლამაზია“ - ისმისმკვლელთ ცინიკური ხმები.
უცებ შეჩერდა ქალი,მსგავსი მსუბუქი ჩრდილის,მოშორებულმა საკანსშეიგრძნო სიო დილის.
შესდგა და წამებულიმაღლა ასწია თავი,ცა დაინახა ლურჯი,ცა - ესდენ მომხიბლავი.
რაღაც უცნობი გრძნობაგულს შემოაწვა ტბორად:ეს ხომ ცა არის ლურჯიგადაჭიმული შორად?
მკერდი ათრთოლდა სუფთაჰაერის საყნოსავად,თითქოს არ იცის, ამ დროსდღე უბნელდება შავად.
ჯალათმა დინჯად, ზლაზვნითმაღლა ასწია ხელი;- „ძირს ფაშისტები“, - ისმისქალის ძახილი მწველი.
„ძირს სისხლის მსმელთა ხროვა,ძირს საზიზღარი მკვლელი!“ჯალათმა სწრაფად დასცანაჯახიანი ხელი.
ხალხით სავსე პროსპექტით,ცივი საღამოს ჩრდილით,ბრუნდება ბინისაკენპირზე იმავ ღიმილით.
მას ხომ არც ერთმა გრძნობამგულში არ გაურბინა,როს ქალის უსიცოცხლოსხეული ეგდო წინა.
სხვა საკანს ედებოდაახლა იმისი აზრი:როგორ სჭრის დაუცდენლადმისი ნაჯახი ბასრი!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი