↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გეტერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-132 წთ საკითხავი96954 ნახვა

—
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს,ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა,თავდავიწყების სავსე მორევშიდღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა.
ტკბილ ნეტარების მდუმარებაშიაჰა, სიმღერის გაისმის ქარი,ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა,ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი.
ველური ცეკვა, თასთა წკრიალი,მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე,მელოდიური, გაძაფული ხმადა სინანულის ჰანგი მგზნებარე.
ყველა ამ ხმებში დაგუბებულა,შეერთებულა და ადის ცამდეჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობადდა დაშვებული სინანულამდე.
გაშუაღამდა. თასები ღვინითდაიცალა და ისევ ივსება,მოწყენილია რაღაც გეტერა,სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება.
საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე,მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება.ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟიაღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.
და განთიადის თეთრი ღრუბელიაცურდა ისე, ვით იალქანი,და თრთის მხიარულ დღის მოლოდინშიგაშიშვლებული გეტერას ტანი.
უეცრად ვიღაც სტუმართაგანმაფანჯარას ფარდა გადააცალადა განთიადის ელვარე სხივიმსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა.
გააცხოველა და გაანათაგაშიშვლებული გეტერას ტანი,გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი,არ ზის არც ერთი სტუმართაგანი.
მათ წინ გეტერა იდგა, რომ სულისხეულისათვის მიეცა გრძნობით,მწუხარე - თავის უმიზნო ბედით,ამაყი - თავის მიმზიდველობით.
ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლსღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი,მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყოგაშიშვლებული გეტერას ტანი.
იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო,თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი,როცა იქავე მდგომმა მხატვარმაურცხვ ქალს შესძახა: ქსანტე, შეჩერდი!
ქსანტე, მაგგვარად განაბე სული,ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები,გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს,საუკუნეთა წაგიღებს ფრთები.
ქარიშხლიანი შენი წარსულიაღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები,იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცასხეულით ქვეყნად აღარ იქნები!
სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწაგადაურია, დასწნა, დაგრიხა,და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკადგადააქცია უბრალო თიხა,
და აფროდიტას სახედ ტაძარშიდასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი,და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევგაშიშვლებული გეტერას ტანი.
გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები,ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ,არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,
ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეშიან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,წმიდა ტაძარში თვით აფროდიტათუ სათაყვანო გეტერას ტანი?
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი