↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იჩქერია

დუმბაძე ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი718 ნახვა

—
`ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა,ხალხი მოქმედობს კასპიის ზღვიდან]შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს,და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!...~ილია ჭავჭავაძელამაზი ხარ, შემართულხარ _ იჩქერია,შემართულხარ ვეფხვის ბწკარით.უნდა ახდეს ჩვენი სულის მისტერია,ცრემლადაც რომ წამოვიდეს თერგის წყალი.უცხო თვალებს ეგ თვალები დააჯახე,შენი გული მის ცივ გულზე უხნესია,დაანახე უსახურად აჭრილ თვალებსშენს მიწაზე ვის უხნავს და უთესია.კავკასია! კავკასია! კავკასია!..ხუნდებგაყრილ ამ სიცოცხლეს რა ფასი აქვს,მაღალი ხარ, სპეტაკი ხარ, ზვიადი ხარ...კავკასია! კავკასია! კავკასია!..რა ბოროტი მძვინვარებით გიცქერიან...ვაი ნანა _ მე ქართულად მეტირება,ჩემო სისხლო ოდინდელო _ იჩქერია,არ დაეცე! _ დედას გული ეტკინება.

დუმბაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი