პოეზია · ლირიკა
ვოი!
- ვოი!რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -ყანას და სათიბს მომცდარა.მთელი სვანეთი შეკრებილა,მთლად საქართველო შეკრებილა,შხარასთან ღრუბელივით მომდგარა ...ვიო, შხარა სისხლით შეღებილა -კოხტა თიკანაძე მომკვდარა ...
ბექნუ ხეგიანსდა ბექნუს ლომებსგურამის ნეშტიუპყრიათ ხელში,ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსმშრალი ბურთებიგასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,რაც მოხდა, დაშვებისას მიმხვდარა:საკუთარ ხელით პალო დაუგია,საკუთარ პალოზე მომწყდარა ...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -თოკი ერთადერთი ჩაუბია -თავი სიმამაცით წაუგია,ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხეგიანსდა ბექნუს ლომებსგურამის ნეშტიუპყრიათ ხელში,ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსმშრალი ბურთებიგასჩრიათ ყელში ...
”ხოჩა საკაცე გამითალეთ,დავაწყო ხორცი და ძვალი,სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,აღმართში კვნესით ამიტანეთ,ვაკეზე, მითხარით ზარი!..”
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცისაკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:”თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -რამ დაგაპატარავა, შვილო?!”ასი ცხენოსნითუშგული გახლავსდა ბეჭზე მიდევსშენი საკაცე...შენ დაგეუფლაძილი და დაღლა,შენ დასახარჯიუკვე დახარჯე...შენ გაიელვეღრუბლებზე მაღლა,შენ საქართველოსღამე გახაზე...ასი ცხენოსნითუშგული გახლავსდა მიტივტივებსშენი საკაცე...
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,რაც მოხდა, დაშვებისას მიმხდარა:თავი სიმამაცით წაუგია,ვოი-ვო, გურამი მომკვდარა ...ცოცხლისგან საყვედური აუგია,ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -ვარსკვლავივარსკვლავებს მომწყდარა.
1964