↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარმა წაიღო

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52770 ნახვა

—

გოგი გიგაურს

გახსოვს ზაფხული? ის შორი, წყნარი,სულ სიარული, სულ ზღვა, სულ მთები,ეს ცხოვრებაც ხომ მგზავრობა არის,მივდივართ, მაგრამ აღარ ვბრუნდებით.
რა ვქნა, იმ გავლილს გული ბინად აქვს, _ზღვა ხომ ზღვა იყო, მაგრამ სხვა იყო,თვალ და ხელს შუა დრო განიავდა,უმისამართო და უთარიღო.ჰო, გზაც გზა იყო, მაგრამ სხვა იყო,თვით საკალმახე ღელის დგაფუნიც,ეს ყველაფერი ქარმა წაიღო,თავის ზამთრით და თავის ზაფხულით.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი