პოეზია · ლირიკა
ქაღალდი
ყველგან, ყოველთვისლექსი იყო ქაღალდზე ძვირი,დღეს წავხდით ისე, დაგვეტაკა ისეთი ჭირი,დიდი ნათელის ძიებაში ისე დავღამდით,რომ ლექსზე ძვირად იყიდება თვითონ ქაღალდი.
იქურდება და იყიდება იგი დიდება,ახლანდელობა სამერმისოდრომ იმკვიდრებდა,დღეს გასაყიდად ბევრს სამშობლოცუცხოეთს მიაქვს,ლექსი კი რჩება ღაღადისადუდაბნოს შინა.
1992