↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნისლები

ჩერქეზიშვილი ნიკა

2018-08-121 წთ საკითხავი10563 ნახვა

—
რაღაც ეს ცხოვრება ძაან გაიაფდა,"ძაან" - ამ სიტყვასაც ამახსნევინებენ,ახლა იჩუქებდა ქრისტეს კაიაფა,ჩემი გადარჩენა,ღმერთო,შენ ინებე.
აქ კვლავ ძველებურად გზები იხლართება,ერთხელ დაეცი და ასჯერ ჩაგქოლავენ,მაგრამ -დასახატი მაინც იხატება,ჰოდა,ეს ნისლებიც მთებზე კვლავ ბოლავენ.
მიყვარს ნისლები და ცუდად არ გამიგოთ,აგერ დამეჯახა ვიღაც გაქონილი,წვიმამაც რომ არა და არ გადაიღო,მეც მერამდენედ ვთქვი ასჯერ გაგონილი.
ჰოდა,ეს "ჰოდებიც" უშნოდ ავიხირე,ვიცი,ახლა ჩრდილი უნდა გადავიცვა,როგორც ერთი კაცი,ისე გავიხიდე,შუაში ვარ მე და -ირგვლივ ცა და მიწა.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი