↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტები

სულაბერიძე ლადო

2014-05-121 წთ საკითხავი659 ნახვა

—
ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები,არ შეარხიო, ქარო, რტოები.ღამეს ათევენ ხეზე ჩიტებიდა ესიზმრებათ უდაბნოები.და ესიზმრებათ უდაბნოები,გადაბუგული მზით და თაკარით.24უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია25არ შეარხიო, ქარო, რტოები,არ დაუფეთო ჩიტებს სახლ-კარი.ამაღამ მაინც ნუ გაწვიმდები,ამაღამ მაინც ნუ გათოვდები.ჩიტებს არა აქვთ თბილი წინდები,ჩიტებს არა აქვთ თბილი ოდები.ჩაბუდრებულან ღამის უბეშიდა აფარიათ მწვანე ფოთლები.გამოხვეულან სიზმრის ღრუბელში,ღრუბლებო, ახლა ნუ აღშფოთდებით.დასველებიათ ნამით ნისკარტი,დაუხუჭიათ თეთრი ქუთუთო.აცალეთ ახლა ჩიტებს ცისკრამდი,გრიგალო, სუნთქვა არ შეუხუთო.ბრალია მათი სიზმრის აკლება,ბრალია ახლა და ნუ ხმაურობთ.აცალეთ, როგორც ზანზალაკებმადილით რტოებზე გაიჟღარუნონ.ჩასაფრებულან ხევში ქორები,კლანჭებს ილესავს ხელი მიმინო,ამაღამ მაინც დაცხრით, ქარებო,და ნუ გაკრთები, ელვის ღიმილო......ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები.
სულაბერიძე ლადო

სულაბერიძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი