პოეზია · ლირიკა
* * * "ჩამოვარდნილი"
ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,მიშველე, ხელში ამაყვანინე,მერე გავგორდეთ იმ ბალახებშიდა მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.პირველყოფილი ბუნების ლხინშიმე წაგჩურჩულებ ჰიმნებს, ნანინებს.ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,მიშველე, ხელში ამაყვანინე.აქ, მარტოსულის მშიერ ბილიკზეშენს მეტი, აბა, გამომყვა ვინმე?..მოდი, გავგორდეთ ამ ბალახებშიდა მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.