↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზედაზნიდან

სულაბერიძე ლადო

2014-05-121 წთ საკითხავი665 ნახვა

—
აქედან ჯერ არ გადამიხედავს,ძირს სხვა მთებია თუ სხვა მდელოა?!ჩანს ქონგურები ნაცნობ ციხეთა,მაგრამ ეს სულ სხვა საქართველოა.აქედან ვუხმობ ახალ პოეტებს,ჯადოსნურ ფერთა ახალ ხელოვანს,და საქართველო, ჩემი სამშობლო,აქედან სულ სხვა საქართველოა.ახალგაზრდების გუნდები მახლავს,გავეჯიბრები ამათ ლელოში.სხვა საქართველო ვიხილე ახლააქედან მშობელ საქართველოში.სხვა ფერი დაგხვდა, საცა წახვედი,ძირს სხვა მთებია თუ სხვა მდელოა?!რამდენიც არის გადასახედი,თურმე იმდენი საქართველოა.
სულაბერიძე ლადო

სულაბერიძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი