↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღზევანს ავა მარილზე ხარი

სულაბერიძე ლადო

2014-05-121 წთ საკითხავი661 ნახვა

—
გერონტი ქიქოძეს
შენი ცხოვრება, ჩუმი და წყნარი,ქარიშხლის შხუილს გაეხმაურა.აღზევანს ავა მარილზე ხარიდა სიკვდილთანაც მივა ხარულად.აქ ისევ ისმის გალობა შაშვის,ნისკარტით სიტყვა უჭირავს შენი.შადრევანს აფრქვევს ციური ბავშვი,ეჩურჩულება მას ლანდი ბრძენის.ეღიმილები ახლაც ქიაჩელს,ლეოს მალი-მალ ცრემლი ერევა,კვლავ ძმაკაცურად არ გაგიანჩხლდეს, _შეჩვეულია შენს მოფერებას.სიტყვათა კონას შეხსენი ულოდა მიაყარე მამულის ლამპარს.ვაგლახ, ჩაუქებს არ ექართულოსშენებრ ქართველი და ბრძენი პაპა!@ჭეშმარიტების მაჩინს და უჩინსშეახე ხელი, ნახე სანთლები.მოდიხარ ისევ მაჩაბლის ქუჩით,პატარა ბაღში შემობრძანდები.სუროს ნიავი შეარხევს წყნარი,შაშვიც აქ არის, არ გაპარულა.აღზევანს ავა მარილზე ხარიდა სიკვდილთანაც მივა ხარულად.
სულაბერიძე ლადო

სულაბერიძე ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი