↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა კარგი დღეა, დღე თბილისური

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
რა კარგი დღეა, დღე თბილისური,შემოდგომური,ეშხით დამტკბარი,მზე გადახრამდის არის მისული,არ იძვრის ქარი, არ შხუის მტკვარი.
მზეს უნდა იყოს სიამით სავსე,ასე თბილი და ასე კეთილი,დიდხანს გაჩერდეს უღრუბლო ცაზედა სიყვარულით უმზიროს თბილისს.
თითქოს აწუხებს, რაც დააშავა -აგვისტოს დამწველ თაკარას ნანობს,იცის, რომ მალე, სულ მალე ჩავა,იღიმება და ჩასვლას გვიანობს.
რომ მათ გულებში ცეცხლად აენთოს,ვისაც ამ წუთის ეშხი უგრძვნია,ვისაც თბილისში უერთმანეთოდამ მშვენიერ დღეს ვერ გაუძლია.
შენც გინდა, ზეცას დიდხანს უმზერდედა ჭაბუკური გულით იწოდე.მას უმღეროდე, ლექსებს უწერდე,ის კითხულობდეს და... არ იცოდეს..
ან გვერდით, ახლოს,სულ ახლოს გყავდეს,მყუდროში მის გულს ეფიცხებოდე,მისჩერებოდე,გწვავდეს,გიყვარდეს,ისიც სიყვარულს გეფიცებოდეს...
1956 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი