↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღსარება (პოეტური მიგნებების გარეშე)

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-182 წთ საკითხავი10563 ნახვა

—
მარტივად,ისე,რომ სიკვდილზე კიდიხარ,ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში,ყველა კონცეფცია და ყველა იდეა,ყველა თეორია მცდარია - ფუ, ეშმაკს,აქ ხვდები პარადოქსს -ჩანს წინ წაიწევასაქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ,უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა,ვიდრე სთხოვ,რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებსთუ არ მოუფრთხილდი,ერთხელაც მოხდება -დადგება განგება შემთხვევის დონეზე,პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები,მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე.იცინი(სიმწრისგან),რომ სერიოზული,არის განლაგება ქაოსში საგნების -პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად -რა შუაშია და - ძნელია გაგნებაგზის,როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი,მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად,ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილისაზრია უაზრო,ფუ, შენი,მოდი, რა -აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის,გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროსთვითონ და მოეშვი წეს-წყობის არევას,წესი რა წესია - თუ აურზაური,აღრევა,დებოში არ გამოიწვია,ფეხები რად გინდა - თუ ძლივს არ მიათრევ,ასეა,შენამდეც მრავალმა იწვნია,რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე.რადგანაც გრძელია გზა,გარდაუვალი,აქამდე ყოფილთა,არდაბადებულთა,და შეწყალებაზე ნათქვამი უარი -დროა,რომ უარყო,სანამ ჩაგეხუთაჰაერი,ცხოვრება ნამდვილი ომია,შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს,ვერც შენ გადარჩები,თუ არ გითხოვიაუფლისთვის - ინებოს,გახვიდე ბოლომდე.რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები,ჰგავხარ უსურვილო,უსულო თვითმკვლელებს,სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ,ილოცე -მიშველე,უფალო,მიშველე...დღეს ყველა სწავლული შტერია,პედანტი,ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი,ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს -გამოთქმულ სირეგვნეს,გამოთქმულ სიქველესვინ რა თავში იხლის,დროს -წარსულსრა შეცვლის...ის მხოლოდ უდროოდ წასულებს ენდობა,ვფიქრობ,ყველა კითხვას პასუხი გაეცა,დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას.მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები),ოცი საუკუნის წინღმერთმა ინებადა შენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი