პოეზია · ლირიკა
ორი და ჭოროხგაღმელი
აი, იმ სახლში იყო ორი და, _საზღვარს იქითურ ჩანდნენ შორიდან.
უფროსი მაინც იყო ისეთი,იტყოდი: ნეტავ რა დედამ შობა,დაეპატრონა მიტომ ის ერთიჩემს გატაცებას და ჩემს ვაჟობას.ჩაატარებდა კალათს სოფელშიშუაგაყოფილ ჩვენი ყანიდანდა მინარეთის ქვეშ ორღობეში,ჩაიმღერებდა მალვით ნანინას.
ყოველ მოხედვით მთხოვდა "ამოდი",მაგრამ საზღვარი იდგა პალოთი.
მე კი, არ ვიცი, რისი იმედითვამბობდი: ალბათ, ვერვის შერთავენ,წინ მედგა, როცა დავიძინებდიდა მხოლოდ ფიქრით ვგრძნობდით ერთმანეთს.
ერთხელ, იმ სახლთან დაუკრეს ზურნა,ღამემ მაყარი ქალს გააყოლა,წყეული იყოს, ვინც მოისურვადა ეს იმედი დატოვა ობლად!
ბალახებს სიმწრით ხელებს ვუჭერდი,ღამე კი მეცვა, როგორც ხალათი,გამოპარული ვიჯექ ბუჩქებთანდა სოფლისაგან ცრემლებს ვმალავდი.
ტკივილმა დიდხანს არ გამიარა,სულში ეყარა მზე დამსხვრეულიდა მე მეგონა, მიწა კი არა,შუა გაკვეთეს ჩემი სხეული.
1973