↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი სალოცავი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—

ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს

ორი სალოცავისკენ მიმავალი ორი გზაჩვენთვის არც იგავია, არც თქმული აფორიზმად.იგი ერთმანეთისკენ მიმავალი გზებია, _ძილ-ღვიძილში ეს უნდა ვიმეოროთ ზეპირად.ვიმეოროთ, სანამ მტერი სალოცავის ორ გზასჩვენი სირეგვენის გამო ჩვენივ სისხლით მორწყავს.ორივე გზა ღმერთისკენ გზაა ერთადერთი,უფლის გზა კი მიტომ გვინდა _ ვპოვოთ ერთმანეთი.ძმაო, დაო, სისხლო, ხორცო, ჩვენიანო, ღვიძლო,ერთმანეთი სულ ვაღვიძოთ, თავი ვიცნოთ, ვიგრძნოთ,თუ ქართველი ქართველს არ სწამს, ვითაღმერთის რწმენა,სხვა დაგვცინებს, დაგვამცირებს, დაგვსჯის ბედისწერაც.გაუტანელობა ჩვენი დაგვამგვანებს სოდომს,ამნაირ ხალხს, შეიძლება, ხალხიც არ გვიწოდონ.ორი სალოცავისკენ მიმავალი ორი გზაჩვენთვის არც იგავია, არც თქმული აფორიზმად,ისტორიის ნებაა თუ ბედკრული იღბალი, _რელიგია ორია, ერი _ ერთი იყავი!
1995
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი