პოეზია · ლირიკა
ოცი ლექსის სიცოცხლე
ხრისტო ბოტევს
ვინ იცის კიდევ ლექსი რამდენი,ვით გასაშლელი ნაზი კვირტები,აქ შენთან ერთად ჩალეწ-გათელეს,მოსპეს ნაყოფი ერის დიდების.თუ ოცმა ლექსმა, ოცმა ობოლმაიცოცხლა, გაძლო, ამაღლდა დროსთან,რაღას შექმნიდი, რომ შეგრგებოდაყოფნა ბოლომდე და კალმის მოსმა.
მე წარმოვიდგენ აჭარის წარსულს(მას შენი მტერი ჯიჯგნიდა იმ დროს),მოკვდა რამდენი უთქმელი ლექსი,რამდენი ჩვენი ბოტევი ხრისტო,
მაგრამ ტანჯული ხალხის სიმღერა,თქვენ _ ბულგარული, აქ ჩვენ ქართულიგადაგვირჩინა სისხლმა დაღვრილმა,მან, ვინც მიწაზე დარჩა გართხმული.
ამიტომ, ძმებო, ერთი ვიცოდეთ, _რომ მოვუაროთ ამ ძმობას კარგად,სულ ერთმანეთს ჰგავს ჩვენი სიცოცხლე,ჩვენში სიკვდილიც ერთმანეთს ჰგავდა.
1988