პოეზია · ლირიკა
სანთელი
ილია ჭავჭავაძე 1837–1907
ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,რომელიც წეღან უხვად ნათელსაჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდადა თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;აწ მიწურვილა გასაქრობლადა,შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,ხან ჩაქრება და ხან მნათობლადაკვლავ შანდლიდამა წამოიხედავს...ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელიშანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...რა დამრჩა მისგან? — მწვარი პატრუქი.ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,რა ეწვევა მას სიკვდილი — მტერი;მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩებაერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.
16 დეკემბერი, 1857 წ.პეტერბურგი.