↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხენები

ლებანიძე მურმან

2026-07-184 წთ საკითხავი10412 ნახვა

—
იანვარია_მე ვწევარ თხრილში_რიცხვი პირველი ორმოცდასამის...თუ გამახსენდა დაწერის ღირსი,მეც მოვიგონებ ომისას რამეს.ეს დივიზია ჩემი ბედია,გადამტანია ბრძოლების დიდის,სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის.ვწევარ თხრილში და ვისვენებ ცოტას,წვიმანარევი თოვლი მასველებს?ათ წუთს ისვენებს სამივე როტა_ოცს და ოცდაათს ვინ დაგასვენებს!მაგრამ თითებს თუმც ბეჭში მკიდებს,კიდეც მკიდია ბეჭებზე ტვირთიდა ეშმაკურად ბექობზე მიდევს.სდუმს ურაგანი კავკასის კარში,მარუხ-ნახართან აღარ ჰყეფს რიხით;როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსისახორცეს თვისას ახლა მთებს იქით,ეს დივიზია ჩემი ბედია,გადამტანია ბრძოლების დიდის,სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა,მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის;პოლკი _ ალპური, ქლუროხ-მარუხისრვაასმეათე პოლკი ცნობილი _ამ ჯართის გრგვინვის, ამ რაკა-რუკისდა ამ მარშების ქარში წრთობილი.ატენილია სამხრეთის ტრაქტიასი ათასი ქვემეხის ლულით,ათასი ბოღმით, ათასი წყლულით,ათასნაირი ჯარების ზვირთით,რისხვით, წარბშეკვრით და გულგრილობით,ამ პირტიტველა ბიჭებით, ჭყინტით,ილაჯგაწყვეტით და უძილობით.ვარ დატვირთული დროგის ცხენივით,ტვირთში შებბმული წეკოს ვაბოლებ,ათი წუთი მაქვს მე დასვენებიოს,ლაშქრის დინებას (თოვს!) თვალს ვაყოლებ.და, უცბად, როგორც ვერცხლის გალია,უცხო გალია, უცხო ფრთოსნებით,“სტუდაბეკერი” ჩემს წინ მდგარია,კრიჭაშეკრული ვარ საოცრებით:არა ჭენებით გალაფულები _ნაპატიები და ნასვენებიძარაზე დგანან არაბულები,მართლა ფრთიანი დგანან ცხენები _მოჩითულები ლურჯი ხალებით,ლურჯი ფორეჯის იაგუნდებით,დაგეზებული ურჩი თვალებითროგორც პინგ-პონგის ხტიან ბურთები...ხართ ისეთები, ხელში ყვავილითრომ გადმოდგება ქალი აივნით _ოჰ, ბედნიერო სარდლის ცხენებო,ათას კილომეტრს თქვენ არ გაივლით!სიკვდილს მეც შევძლებ _ ეს ტრაქტი მიმძიმს,კი, მე თუ მივალ, თქვენც მიხვალთ ომში,მაგრამ თქვენ სხვა ხართ, _ პატივით, ციმციმ,ტრანსპორტით შეხვალთხვალ სისხლის ტბორში!და _ ღმერთო ჩემო _ გიჟივით ვნატრობ, _შენ არ გამიგო, ეს სიტყვა წყენად,მე ვარ ჯაგლაგი, ორი დღით მარტო,გთხოვ, გამაცხენო გენერლის ცხენად!..თოვს. ცნებაო საწყალი კაცის,ხარ უმწარესი და უტკბილესი.ანაზდად მესმის ღრჭიალი საჭის _თოვლში გენერლის დგება “ვილისი”.ადიუტანტი უმალ ჩამოხტა _ძარაზე შემდგარს გარს უვლის ცხენებს _რად შევჩერითო, ჰკითხავს, რა მოხდა?!გზა მოგვეცითო, მიმართავს ჩვენებს.ეგ არაფერი! თრაქტზე პიკია _გზა ჩაუხერგავს ტანკების ჯახანს.მაგრამ წუთიც და, ისევ მიჰქრიან,ისევ მიჰყვება აღალი აღალს.“სტუდაბეკერიც” აიძრა ნელა,ციმციმ ცად მიდის ჩემი გალია;მე ვწევარ თხრილში, ამფხიკავ ძნელად _ცალკე ხორცი ძევს, ცალკე ძვალია...არც მე ვარ მდიდარი მე ძვლით და ხორცით,სულიღა ბჟუტავს და ვიკრებ ძალებს;უეცრად მესმის; _ თამბაქოს მორჩით!_ჩადექით მწყობრში!_კომბატი ბრძანებს._ მარშ _გატენილა სამხრეთის ტრაქტიასი ათასი ქვემეხის ლულით,ათასი რკინით, ათასი წყლულით,ათასნაირი ჯარების ზვირთით,წყვდიადის სიღრმით და უძილობით...და ამოდენა კოშმარის თავზე,რომელიც წუხს და დუღს გახელებით,ვერცხლის გალია ჰკიდია ცაზედა ცად მიგვიძღვის ლურჯა ცხენებით._მარშ! _ წარბშეკრული კომბატი ყვირის, _მეათე დღეა, მარშით გვატარებს.ულებზე ელავს ცივი მზის დილის,გააქვთ ჩხრიალი ქვაბებს, მათარებს._ წინ, ჩემო მურმან! მოეშვი ფიქრებს,რომელსაც შავი გრიგალი გიქრობს;სამშობლო შენი ძალ-ღონეს იკრებს _ ხომ გითხრეს, შენზე სამშობლო ფიქრობს!შენ გაგინათებს ომი გონებას,მე შენ ჯერ არ გთვლი წყალწაღებულად,წინ, ჩემო მურმან, იწყებ ცხოვრებასბაჩა-ცხენივით თავჩაღებულად.სდუმს ურაგანი კავკასის კარში,მარუხ-ქლუროხთან აღარ ჰყეფს რიხით,როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსისამწყსოს თავისას ახლა მთებს იქით...სხვას თუ არა და, ამას გპირდები _მხნე სიარულით გზა დამოკლდების.წინ, ჩემო მურმან, გაასპიტებით!წინ, ჩემო მურმან, ძალთა მოკრებით!იქ ყუბანია და ცეცხლის ფარდა,ცა _ გაპობილი კომეტის კუდით...წინ, ჩემო მურმან, ოცი წლის ხარ და,წინ, ჩემო მურმან, ფოლადის ქუდით!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი