↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვა და ლოცვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ბნელი ბინდბუნდით მოცულ მხარიდანქალწულის აჩრდილს გამოვუძახე,მას მშვენიერი შთავბერე სულიდა მშვენიერი მივეცი სახე.მასში ტაძარი ზეშთაგონებისისე შევქმენი, ისე აღვაგე,რომ უკვდავების უსაზღვრო ენითავამეტყველე ქალწულის ბაგე.და მე ვტკბებოდი ჩემის სიზმრებითდა როცა მის ხმას ვნებით ვისმენდი -ვუცდიდი რაღაც უცხო სასწაულს,ვუცდიდი, ვცდიდი, ვდუმდი, ვითმენდი.განთიადისას ნისლი დაიძრა,მთების კალთებზე ისე ჩამოწვა,რომ ვერ გავიგე, სად ჩაიხვიაქალწულის სიტყვა და ჩემი ლოცვა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი