↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვა პოეტის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მყინვარის თოვლით მოსილ ყინულზეობლობის სიტყვა მგზავრმა დასწერა,შიგ ჩააქსოვა დაგუბებულიკაეშან-ფიქრი და გულის ძგერა.მყინვარის გულზე დაწერილ სიტყვებსმზის ფერადები ამოშლის მალე.ასე წაიშლის ლამაზ ქალის ლანდსსარკე სპეტაკი და გამჭვირვალე.
მაგრამ ჩემს სიტყვას, აქ ამოკვეთილსვერ წაშლის ქვეყნის ზრახვა და ვნება,წაშალე თუნდაც ამ ფურცლებიდან -მაგ გულიდან არ ამოიშლება.გულიდანაც რომ ამოიცალო,ჰანგებს გაჰყვება სიმღერა თანა,ქვეყნისთვის იგი არ არის უცხო,უცხო არაა მისთვის ქვეყანა!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი