↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი თოვლის სიმღერა

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4064 ნახვა

—
წუხელ თოვდა,ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადშიდა ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზეთოვლი, თეთრად დასახული,ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასეიმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ჰყვავის ასე,და განთიადს მიხალისებსეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,ის თბილისის ხეივნებში კიპარისებსიმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებითადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
რა თოვლია!შენობებს და ბაღში ხარდანსფარავს, თეთრად დასახული...ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია,ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი