↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "გათავდა..."

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2290 ნახვა

—
გათავდა...შევრჩი დღეებს - წამებას,(ამ მრუმე დღეებს მტერმა უყუროს),შევყევიავის მომასწავებლადამოღამებულ ღრუბლის ფუღუროს.
შევყევი მიწას,ცოდვით გალეშილს,რომ სიზმარს ჩემსასზღვარი დავუდო,რომ გადავსახლდეზამთრის ღამეშიუთავბოლოდ და უვარაუდოდ.
გათავდა,ვამტვრევ იმედის ბორკილსდა ახლოს მოჩანსჩემი ოჩხარი...მივდივარ ბოღმისბებერი დროგით,(ტატოს ყორანიუკან მომჩხავის!)
მივდივარ, თუმცაწასვლაც არა ღირსმკვდარი გზებით დამკვდარი ქუჩებით,ამ მოწამლულიდროის კარნახითშხამსა და ტალახსვერ გადვურჩები...
“...გარჩენილი ვარქვებზე კალმახიდა ახეული მაქვს ლაყუჩები...“

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი