პოეზია · ლირიკა
* * * "არ მასვენებდა შენი თვალები"
არ მასვენებდა შენი თვალებიდა შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,მე მოვდიოდი შენსკენ წვალებითჩემი ერთგული საიქიოდან.ასე დათმენით მღვიმის წიაღშითუ ყვავილობენ სტალაგმიტები,ასე სათუთად ეკლესიაში,ეფერებიან სანთლებს თითები...ასე მორწმუნეს ღმერთის რისხვაშიელდა აიტანს სულის წახდენის,ასე კვდებიან, ალბათ, სიზმარშიდა ეშინიათ სიზმრის ახდენის...ასე სიმართლეს ქვაზე დარგავენ,ღალატიც, ალბათ, ასე იწყება,ასე საკუთარ თავს თუ კარგავენდა პოულობენ თავდავიწყებას...არ მასვენებდა შენი თვალებიდა შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,მე მოვდიოდი შენსკენ წვალებითჩემი ერთგული საიქიოდან...მე მომიყვანა შენთან ბილიკმა,მე მაინც, მხოლოდ მგზავრი ვიყავი......წაკითხულია ყველა ბილინგვა,ამოხსნილია ყველა იგავი...