↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "არ გერგო ბედი"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2286 ნახვა

—
არ გერგო ბედიფინჩხისოდენიდა ლამაზ მუხლებსლოცვით იტყავებ.და ლოცვის შემდეგშენი ორდენისანგელოზები მოგაკითხავენ...მე ვერ ვესწრებიშენს მწარე ლოცვას-სავსე, გაკვამლულ ზამთრის რტოებით,ვინ თქვა მიწაზეპოეტის მოცლა-ჩამოსული ვარ ციდან დროებით...ვწუხვარ, მწუხრით რომმწარედ გაწუხებცელქი ბავშვივით ჩემგან მიტყეპილს...ნურცერთ კითხვაზენუ მიპასუხებ,ნურც ნუღარაფერს შემეკითხები...შემინდე,დაღლილს ამაოებითთუ გავცდი შენი ბედის ნაპირებს...... ჩამოსული ვარციდან დროებითდა ისევ...ცაში წასვლას ვაპირებ...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი