პოეზია · ლირიკა
დროის არარსებობის დღიურები
ბოლო პერიოდის ბადრი გუგუშვილს
1.დროი.ვინ სთქვა, რომ არ არსებობს?შენ, დიადო, მოგენდე მთლიანად.სანამ დავსწერდე, არ ვიცოდი, ვითმეთქვა ეს.ვინც ჩემ გვერდით იყოს,ის იყოს დაი და ძმაიდა დედაი ჩემი.თუ იგინი არა მახლდნენ თანა,შენ იყავ მეგზური და მფარველი ჩემი.შენ დამანახე, ვით ამზადებენშემოდგომას დასაბადებლად.ან სად იმყოფება შესანიშნავიქალი–პოეტი დენიზ ლევერტოვი.რომელი მატარებლით მგზავრობსკარლ სენდბერგი.რომელ გლეხებს ხვდება იოსებ ნონეშვილი.შენ იყავი, კარგი, მფარველი ჩემი? –მფარველი ყველასი ჩვენი.რომ შევძლოთ მშვიდად ვუყუროთშემოდგომის ცაზე ანგელოსთა ჩვეულფრენას, ადამიანშიდავინახოთ ცრემლი მწუხრის, ცრემლისიხარულის, სიცილზე უწინ.შეხედე, ანანდა, ამ შემოდგომისფოთლებს, მოფენილებს ირგვლივ,ამდენი იქნება გზა ჩემკენ მომავალიდა ყვავილებს კი ბევრი ლაპარაკიარ სჭირდება.მწყემსი გასძახებს მეორე მწყემსს,თუ შეღამება უკვე ახლოსაა,მე ვის დავუძახო?
2.ამ მთაზე სახლს კი არ ვაშენებ,პატარა ქოხს.მთვარის შუქში დავაბინავებ,მთვარის ბალიშს დავუგებან სულაც შიშველ მიწას.მაპატიე, ღმერთო, მაიმუნი თუ ვიყავი, –შენი მაიმუნი. შენ მე შენი სახემაჩუქე, მე კი მაიმუნი გავხდი.ვუჩოქებდი ლამაზმანებს(თუმცა, ისინი მართლაც ლამაზები არიან,ღმერთო).ვაშენებდი სახლებს, იმ სახლებში,სადაც მწერალს უნდა ეცხოვრა,კაბინეტს მოვაწყობდი ხოლმე,დიასახლისებს გაზქურებს დასარეცხის მანქანებს ვუმონტაჟებდი,რომ ემზადებინათ კერძები და ერეცხათსიბერემდე.და მაპატიე, შენი მაიმუნი თუვიყავი.ლითონის დადნობასაც ვახერხებდი,დიდ ღუმელებს ვაგებდი ამისთვის,რომ სართულებზე სართულებიდამემატებინა, იქ ხალხი შემესახლებინა,და ელ–განათებაც შემყავდა მათს უკვესაკუთარ ბინებში.მე ვიცოდი, რომ შენ ხარ.საღამოს, დაღლილი, ლუდს შევექცეოდიმეგობრებში, ან სულაც ნაცნობებშიდა ხანდახან კი ვიფიქრებდი ხოლმე,რომ შენ სადღაც უნდა იყო.აბა, ჩემი სახლის საკუთარი ბიბლიოთეკახომ არ ტყუის?ქართული მწერლობა, ბერძნული ფილოსოფია,ისტორია რომის იმპერიის,დიდი საბჭოთა და საყმაწვილო ენციკლოპედია,ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოს დიდიმთავარსარდლები, რაინდნი დასასახლეთა კურტიზანი ქალები ხომ არტყუიან?განა ტყუილად მოვუგროვე ეს დიდებულიბიბლიოთეკა ჩემს შვილს, დათას?არა, მე წავალდა მთაზე სახლს კი არ ავაშენებ,პატარა ქოხს,და მაპატიე, ღმერთო, შენი მაიმუნი თუ ვიყავი.
3.მინდა, ვისწავლო იმიტაციების ხელოვნება.დავემსგავსები კლეოპატრას და მოგწამლავ,თუ არ შემიყვარებ.ანდა სულაც აფერისტი გავხდები, ოსტაპ ბენდერი,ოქროს მონეტებს მოვაგროვებ შენთვის,რომ შენ კარგად იცხოვრო.გამომგონებელს დავემსგავსები, ახალ ტანსაცმელსგამოვიგონებ ქალებისთვის, უფრო კი შენთვის.რომ შენი სხეული და ჩემი სხეულიდაფარულ იქნას უცხო ადამიანებისაგან,თუნდაც უცხო ხალხთაგან.დავემსგავსები ჟონგლიორს, ილუზიონისტს,ღვინით მოვაჭრე წვრილ ბიზნესმენს,ილუზიის და ცდომილების ხარისხის გასაზომადშენთვის.დავხატავ რუქებს ჩვენი შესაძლებელი დაშეუძლებელი გამგზავრებისთვის.დავემსგავსები ხომალდის კაპიტანს,დავემსგავსები ორკესტრის დირიჟორს,ერთხელ მაიც ხომ მოგატყუებ,ერთი საღამო?ყველაფერს გავაკეთებ, ფულს დავხარჯავ,შევისწავლი იმიტაციების ხელოვნებას,რომ შენ გეგონოს, დაიჯერო, რომ მეყოველთვის ეს ვიქნები ან რომყოველთვის ნიჭი მექნება იმიტაციის.
4.ეგვიპტელებისთვის – რა –!.. ჩვენთვის – მზე!..კანონის ფურცლის გადაწერა ბევრჯერ შეიძლებაადამიანთა კანონების მხოლოდ.ქალაქის შემოსასვლელის, პირველი ხიდების,ძეგლებისა და ობელისკების შეცვლაარავის ძალუძს, თუ პირველადკანონს არ შეცვლის.ეს უცხო მიწაც ჩემი მიწაა.ზანგი მესაყვირე. მოხუცი პრინცესა,მატარებლის იგივე ხმა,გარემო, სადაც შენ არ ყოფილხარ დაარც წარმოიდგენ. შენთვის, სახლების მშენებელისთვის,უცხო იყო ამდენი სიცარიელე –ხიდებზე, სართულებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.შენ კი, მოქალაქევ, ვიცი, რასაც ფიქრობ.ღმერთი რომ არსებობს ეჭვიც არ მეპარება.შეიძლება მძიმე დროა.მაგრამ ის არსებობს. ის ყველაფერსხედავს, რაც მე შემეხება და მე მასარაფერს ვუმალავ.ეს ქალაქიც ჩემი ქალაქია და ყველა მიწა ჩემიმიწაა.ხო, პრინცესაზე გამახსენდა, რამდენი ლექსიმიუძღვნა მას შოთა ნიშნიანიძემ?\"ვერ დათვლი\", – შენი ხმა მესმის.აქ რა უნდა შენს ხმას,ნუთუ ღრუბლების საქანელას აჰყვა?ეხლა ვხვდები მხოლოდ, ვაჟა–ფშაველასრომ უთქვამს, \"რატომ არ მოველ წვიმადა\"–ო,სწორი ყოფილა.შენ ამ ლექსს შენს სათაურს დაარქმევდი,\"პიროვნება ქარი\", აი, ასე.დიახ, სული ქარია და სწორი ყოფილავაჟა–ფშაველა, როდესაც წვიმა დაინახა იმ დღეს.
5.დროი. განა ის არსებობს?თვითონ ეს მსოფლიო ჩვენს თვალწინ არისმაგიური მედალიონი. ხეები ამოიზრდებიან დედამიწიდან,მზე ცარგალზე ჰკიდია და მთვარეც,ჩიტები ჰაერს ჰკვეთენ, თუ ჰაერში არსებობენ?ქრისტემ ორი პური გაუნაწილა ხალხსდა ყველა ეყო. ასევე თევზი, ხუთიკალათა.მესაყვირენი მეტროს სადგურში, იღება კარი ვაგონის.ბაროკო, გოთიკა, შუასაუკუნეების ალქიმიურიფურცლები, ხალხი ფოტოგრაფიის გარეშე,დარჩენილი ნახატებში, ბიბლიოთეკებში,მაშინდელი ხეები, მაშინდელი საზრუნავი ყოველდღიური.ეს ყველაფერი, რასაც დღეს ხედავ, ან რასაციმ დროისთვის წარმოიდგენ, თუაღმოჩნდება , რომ ერთი ყოფილა, დაბრუნდები?შენ ალბათ ფიქრობ, ადამიანებს ახასიათებთსიფრთხილე, ადამიანებს ახასიათებთ ასევე სისასტიკე.იქნებ იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომდრო არსებობს?ალუბლის ტოტი,შენ რომ დარგე გრიგოლ ცეცხლაძის საფლავზე,აყვავდა ამ შემოდგომაზე.