↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * *ავიღეთ ჩვენი თოფები და ვისროდით ცისკენ

ჩიხლაძე დავით

2011-08-121 წთ საკითხავი2314 ნახვა

—
ავიღეთ ჩვენი თოფები და ვისროდით ცისკენ.ღრუბლები იყო თეთრი და მზეზე ბრწყინავდნენ.ჩვენი ტყვიები ცვიოდა მინდვრის ყვავილებზე,ფილტვები სავსე იყო გამჭვირვალე ჰაერით.ჩვენ ვისროდით ავტომატებიდან ყველა მიმართულებით,ვესროდით ტყეს, და იქ ცხოველები უკვე ღრმად შემალულიყვნენ.ჩვენ დავრბოდით მინდორში, ხანდახან ბალახი მუხლებამდეიყო, ვისროდით ცხელ ტყვიებს უკვე შეღამებულიცისკენ. ზოგჯერ ვიწექით გულაღმა,ვუყურებდით მთებს და ტყვიების ტრაექტორიებს,ტყვიები და პირველი ვარსკვლავები ერთმანეთსშეერივნენ, ალბათ ეს არის ისტორია, ესსიმშვიდე ჰაერში, ხმაური რომელიც უცბად იკარგება. შეღამებასაღარ უხდებოდა ჩვენითოფების სროლა, მხოლოდ მზეს, და ჩვენგავჩერდით, დიდხანს არ დაგვეძინა,ვსვამდით ცხელ ჩაის ჩვენი სამხედრო მათარებიდან.
ნიუ იორკი, ოქტომბერი, 2004

ჩიხლაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი