↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭადრაკი

გიორგაძე მირიან

2025-02-201 წთ საკითხავი813 ნახვა

—
(დ)აღმასვლა
წესი ასეა, მეფემდე პაიკებს გადათელავენ,
და დაღუპულთა მიწაზე ღვინოს წააქცევს ვერავინ,
მერე მხედრები აფრენენ ცხენებს სარბევად კარავის,
მოიბოდიშებს არავინ, მოინანიებს არავინ.
სასახლეში კი ხელმწიფეს მუდამ კუები იცავენ,
მიწააყველას დედა და ყველას შვილია მიწავე.
ეტლებს სხვა მხარის ეტლები, ჩაუსაფრდება შორიდან,
ქარის წართმეულ-წაღებულს ქარიც კი აღარ მოიტანს.
უბრძოლველობის სანაცვლოდ სულს დედოფლები დათმობენ,
სიმართლის შიშით ზეცაზე აღარ ამოვა მნათობი.
აღარ შერჩება დაფიდან არც ვინმე და არც რაიმე,
ხელებს ართმევენ მეფენი, ბრძოლა სრულდება_ ყაიმი...

გიორგაძე მირიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი