↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***(მარტო)

გიორგაძე მირიან

2025-02-201 წთ საკითხავი814 ნახვა

—
მარტო ვიყავი,მარტო ვარდა მარტო ვიქნები,გარეთ კი ქარიც იყიალებს წვიმის გარეშე.ეს სილამაზე,ეს ღიმილი,ეს მიმიკებიგამახსენდება ღვინითა და სევდით გალეშილს.მარტო ვიქნები,მარტო ვარდა მარტო ვიყავი,როგორც არასდროს, ისე მარტო დატოვეს ღმერთიც,ვეღარ მოვირგე,ვერ ვატარეღიმის ნიღაბი,ხმას არავინ მცემს საკუთარი მეს გარდა მეტი.მარტო ვიყავი,ვიქნები დაახლაც მარტო ვარ,არავინ არის განწირული ყოფნით უჩემოდ,თუკი უფალმა სააქაოს ყოფნა მადროვა,მანამდე სანამ ყურს მოგვწვდება ჩვენი სიჩუმე,შემოაღწევენ სხეულს შიგნით ჩვენი ფიქრები,აღარ დარჩება ბინადარი სევდის ბინაში,მარტო ვიყავი,მარტო ვარდა მარტო ვიქნები,შენი თვალების_გახელილი სულისწინაშე.

გიორგაძე მირიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი