↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ამას ვინ წარმოიდგენდა: შეიარაღებული თავდასხმა

ჩიხლაძე დავით

2010-08-121 წთ საკითხავი2319 ნახვა

—
ამას ვინ წარმოიდგენდა: შეიარაღებული თავდასხმამშვენიერ ქალაქზე. ათასობით მძევალი ადამიანიგარინდებულა მაშინ როდესაც მზე ამოიწვერა.ხელუხლებელია საუზმე სახლების მაგიდებზე,ერბოკვერცხი, გამხმარი პური, აუდუღებელიჩაი. თანამგზავრი გარს უვლის დედამიწასმუდმივ უკაცრიელ ღამეში,მაგიდის კუთხეში ბუზი კრემს ისვამს ხელებზე და იყურება შორს,შორს აბაზანიდან გამოდის ქალი,თავზე პირსახოცმოხვეული.მძევალნი, თვალახვეულნივარსკვლავებს ხედავენ. მათ შორისარის რამდენიმე ძაღლი,ორი ნათურა ბჟუტავს მზის შუქზე,რომელიც აღარავის ახსოვს რომ ჩართულია.

ჩიხლაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი