↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა დაგვავიწყებს

აბაშიძე ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4038 ნახვა

—
ქართველო, სანამ გქვიან ქართველიდა ტკბილი ენა იცი ქართული,სანამ გინთია თვალში ნათელიდა სადმე გიდგას ოდა-სართული;სანამდე აღებ კარს სტუმრისათვის,გიყვარს შეხვედრა წელგამართული,სანამდე ზიზღი იცი მტრისადმი,ხოლო მოყვრისთვის ჰანგი ქართული,რა დაგავიწყებს შენს ძველ ნააკვნარს,რა დაგავიწყებს იმ ძველ საბუდრებს,ზედ რომ წინაპრის სუნთქვა დააკვდადა მტრებმა ცეცხლით დაისაკუთრეს.
იქ შენი მზეა, შენი თოვლია,შენი გვარტომის გასახარები;ევფრატის წყლამდე გაფანტულიაჩვენი ქვიტკირის ნასახლარები.
იქ არის შენი საზღვრის კარები,ათასჯერ სიზმრად რომ გაქვს ნახული,შენს ყურში რეკენ ოშკის ზარები,შენ თვალწინ გიდგას შენი ხახული.
შენ შენი გქონდა დედულ-მამული,მაგრამ ზედ კარგან გყავდა მომდგარიმუდამ მრისხანე და მოშხამული,მარად ვერაგი თურქის ხონთქარი.
რა დაგავიწყებს ძველ ნატყვიარებს,სად გაქრნენ შენი ნაფუზვარები?!იმ ქართულ გზებზე დღესაც კრიალებსწინაპრის ცხენთა ნაქუსლარები.
იქ არის შენი აკვნის გამთლელიშენი დაშლილი ოდა-სართული. . .ქართველო, სანამ გქვია ქართველი,გეძახის შენი მიწა ქართული.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი