↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ო, რა მარტოა

ბუაჩიძე ანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი1472 ნახვა

—
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარადა შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელსგაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდესგარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობადა მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას...რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად...

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი