↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამბავი

ბუაჩიძე ანდრო

2009-08-121 წთ საკითხავი1488 ნახვა

—
ადამიანები დააბრიალებენ თვალებს,თავქვეშ ამოიდებენ ხელებს,ადამიანები ჩამოხსნიან მთვარეს,ადამიანები წავლენ და იტირებენ მერე.
ვერაფერს გეტყვი, რაც სხვას არ უთქვამს ისეთს,მეც მივაბიჯებ ამ ადამიანების ახლოს,რისი მოსმენაც არ მინდა, ვისმენ,რისი გახსენებაც არ მინდა, მახსოვს.
მთვარე ამოდის, როცა დრო არ არის მოცდის,ოდნავ გვინათებს ცხოვრების ჩაბნელებულ კიდეს,მას სურს დადიოდეს ცაზე უსაშველო ცოცხითდა გაჩახჩახებულ ვარსკვლავებს ბღუჯად ჰგვიდეს.
ადამიანები მოწკურავენ თვალებს,მუხლებზე შემოიწყობენ ხელებს,ადამიანები შემოაბრუნებენ მთვარეს,წავლენ და გულიანად იცინებენ მერე.

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი