↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოღვიძება

ბუაჩიძე ანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი1481 ნახვა

—
რატომ იღვიძებ შუაღამისასდა საიდანღაც გესმის ქვითინიდა ესეც თითქოს ბედმა გაღირსა:ქალაქი — ხელისგულზე მითივით...
განათებული და დაქანცულიდა დაღდასმული ცივი ციმციმით,გათენებისკენ მძიმედ დაძრულივრცელი სიჩუმით, ეჭვით, სიმძიმით...
რატომ მოფრინავთ შუაღამისასჩემთან სიტყვები, როგორც ჩიტები,და ესეც თითქოს ბედმა მაღირსა,რომ კვლავაც იტევთ, რასაც იტევდით.
ისევ მოვიდა, რამაც დამტოვა —სევდა-ნაღველი და მეც მითივითდავხვდი ამ ნაღველს და თან რატომღაცამ ზამთრისპირზე მესმის ქვითინი...

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი