↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში

ბუაჩიძე ანდრო

2009-08-122 წთ საკითხავი1492 ნახვა

—
ბიჭი, წადი სახლში,რას დაწანწალებ ამ ექოებით სავსე კვარტალებში,სადაც დადიან მოწყენილი სუტენიორები,ჯიბეებში ხელჩაყოფილნი და უსტვენენ ძველ მელოდიებს.ბიჭი, წადი სახლში, ძალიან გთხოვ,გუშინწინ აქ მოკლეს კაცი და მოისროლესთითქოს იქ დააბრუნესო, საიდანაც იშვა.ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაშიდა ბანქოს ფურცლები ქარმა წაიღო,როგორც სინანული მოკლულის გამო...ბიჭი, წადი სახლში,თუ გაქვს სახლი, რა თქმა უნდა,ხოლო თუ არ გაქვსდა მთლიანად ეს ქვეყანაა შენი ადგილი,მაშინ რას იზამ,გაჩერდი ხიდზე, მტკვარს გადახედე,უძღებ შვილთა ძვლებით გავსებულს,დააკვირდი, რა ნელა შლის თავის გრძელ ტალღებსხიდქვეშ მდინარე.რას გიქადის? დამარხვას თუ ბედნიერებას?ესეც იფიქრე.ბიჭი, წადი სახლში,შენ იქ დაგხვდება სიღარიბის უმწეო სუნიდა მშობლების პატიოსნება.მათი დუხჭირი თვალებიდან გამოხედე ქვეყნიერებასდა დაინახავ შუაღამის მკვდარ ქვაფენილზეროგორ შრიალებს შენივე ლანჩა,ზამთრის ყინვაში ან ზაფხულის მომლოდინე მდუმარებაში,აყურადებენ _ ჩუ, შვილი მოდის,დანისპირზე ღამე ტრიალებს, აბრა კანკალებს,ვიტრინები თრთიან ხეებში,ღამის ბორკილი ადევს ყველაფერს _გასტრონომებს და სადალაქოებს.ბიჭი, წადი...უკვე დამთავრდა აქ დღის სპექტაკლი, _მაღაზიიდან გამოძვრა ვირთხადა შეიძურწა მამაკაცთა სადალაქოში,გაიარა უშველებელ თმების ზვინებში,ზონზროხა ტანი გააქროლა მოკლე ფეხებითდა უკანა ოთახში შეძვრა,იქ ამძუვნებულ ქალ-ვაჟ დალაქს გადაეყარადა ეცნო სქესთა უცნაურობა.წადი, ბიჭი სახლში, წადი,ღამე სასტიკია, პირჯვრის წერით დადიან ადამიანები,ჰაერი თითქოს კედელი იყოს, ისე ენდნენდა ეყრდნობიან დღის ტანჯვისაგან დაქანცულნი,მანქანები კი არ უჩერებენ.საით მიქრიან შუაღამეს მანქანები?_ სინათლისაკენ.საით მიქრიან შუაღამეს მანქანები?_ წყვდიადისაკენ.საით მიქრიან შუაღამეს მანქანებიდა მანქანების შავი, შავი, შავი მძღოლები?_ არაფრისაკენ.წადი, ბიჭი, სახლში, წადიდა თუ არც სახლი გაქვს და არცმშობლები გყავს, _შუაღამისას შენს ფეხის ხმას რომ მოელიან, _ამ გარეუბანს მაინც ერიდე.

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი