↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შინმოუსვლელო ბიჭებო

ხაიაური ალაზა

2017-06-122 წთ საკითხავი1309 ნახვა

—
ეს მერამდენედ... ჩახჩახამზით გაიპენტნენ ტყემლები,თქვენ კი არა და არ ჩანხართმოყმენი პირტიტველები...შინმოუსვლელო ბიჭებო,სისხლი დაგიშრათ მჩქეფარე,დაუმტკავლელი ბეჭებითმამულს რომ გადაეფარეთ...რომ მტერი წამოგვედავა –კერას უმალვე მოსცილდით,კოცნიდით ცოლ-შვილს, დედ-მამას,ნააკვნარ მიწას კოცნიდით.`კაი ყმა ომში მოკვდება” –სულს ამ საკმეველს უკმევდით,აღიმართენით სალ კლდედა –ჯაგარმოუსვლელ გულ-მკერდით.სუნთქვის ქარიშხლით დაშალეთშავი ღრუბლების ტივები,დარჩით სიცოცხლედამშრალნი –სატრფოთა დაუტირები...მკლავები ომში ნაქნევიმიწას მწედ გადაერია,და ყვავილები მაგ თქვენიდაღვრილი სისხლის ფერია...დაღუპულთ (ღონემიხდილნი)ვიცით ამაოდ ელიან,ნეტავ მას, ვისაც სიკვდილითსხვისთვის გზა გაუკვლევია!არ გყავდათ ფიცრის გამთლელი,არც ჯვარ-წარწერა გებადათ,თუმცა ჩაგიქრათ ნათელიაენთეთ ვარსკვლავებადა!ხომ მოგიშუშათ იარამიწამ, ნატყვიარ-ნახმლევი?ხომ არა გაგიგიათ რასად ამოსულნი სად ხმებით...ქართული გაზაფხულებიხომ გიჭიკჭიკესთ მერცხლებმა?ხომ გათბობთ – გულზე ულევიყვავილის ანაკვერცხლება?..თქვენს სადიდებლად აზავთდახალხის გული და გენია,ეს მთები თქვენ რომ დაგზარდათკვლავ არწივთ ასაფრენია!უცხო მიწაში ძილ-წოლამწარეც არის და მოთმენაც,ფესვებით რაც შეიწოვახე იმას გაიფოთლება.ღრუბლებს მისდიეთ ხმალდახმალ –ცა არ გვქცეოდა წყვდიადად,გწამდეთ, თქვენ გტირით ხანდახანთუ თვალი მოუწყლიანდა...ეს ლექსიც ამ ცის ცრემლიათქვენ რომ მზის ნათელს გაფენდათ,მარადისობა გქცევიათმებუკე-მედაფდაფედა!

ხაიაური ალაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი